Monday, August 2, 2010

          ზოგად-საგანმანთლებლო კერძო სკოლა "მოსწავლეთა აკადემია" ახალ, 2010-2011 სასწავლო წელს იწყებს ფუნქციონირებას. სკოლაში დაკომპლექტდება როგორც წინა სასკოლო პერიოდის მოსამზადებელი ჯგუფი, ასევე I-დან XII კლასის ჩათვლით. სკოლა განთავსდება ახლადაშენებულ 4-სართულიან შენობაში, რომელიც გარემონტებულია უმაღლეს დონეზე (ნათელი, ფერადი სასწავლო კლასები, თითოეულ სართულზე  - სველი წერტილები, ფართო, კომფორტული სასადილო, საკონფერენციო დარბაზი, ეზოში შემოღობილი სპორტული მოედანი საჭირო სპორტული ინვენტარით და ა.შ.). საკლასო ოთახები აღიჭურვება უახლესი ტექნიკით: პერსონალური კომპიუტერები, პროექტორი, DVD, სხვადასხვა ზომის ეკრანი, CD-Player. სკოლის ბიბლიოთეკაში განთავსდება როგორც ქართული, ასევე ინგლისური და სხვა უცხოენოვანი ლიტერატურა, ასევე ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ ჟურნალები და ელექტრონული გამოცემები.
            სკოლის სასწავლო პროგრამა შედგენილია ეროვნული სასწავლო პროგრამის მიხედვით. თუმცა ასევე გვაქვს  დამატებული ახალი მეთოდები ინგლისური ენისა და სხვა უცხო ენების გაძლიერებული სწავლებით.

მოსწავლეთა აკადემიის სამუშაო საათებია 9.00-დან 17.30-მდე:
  • კლასში არაუმეტეს 10 ბავშვისა;
  • გახანგრძლივებული დღის რეჟიმის პირობებში მასწავლებლის დახმარებით გაკვეთილების მომზადების შესაძლებლობა;
  • ორჯერადი კვება;
  • ტრანსპორტით მომსახურება;
  • ფსიქოლოგისა და ლოგოპედის კაბინეტი; მედდა;
  • ქორეოგრაფიული და მუსიკალური სტუდიები;
  • სპორტული წრეები (აერობიკა, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, კალათბურთი, ფეხბურთი);
  • კემბრიჯ-სერტიფიკატების მოპოვება (მათ შორის პატარებისათვის - Young Learner English) და საგანგებო პროგრამებით ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლება;
  • უცხო ენების ღრმად და საფუძვლიანად შესწავლის მიზნით კლუბების ფუნქციონირება : სპექტაკლები, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები, ლიტერატურული და მუსიკალური კონკურსები, ინტელექტუალური თამაშები, პოეზიის საღამოები, ზღაპრების კითხვა და ქართულ-უცხოური ანიმაციური ფილმების ჩვენება, კითხვის წრეები, სადაც კითხვის ტექნიკას დაეუფლებიან თანამედროვე და სახალისო :დომინოს პრინციპით" (The Structured Approach to Reading in English);
  • მრავალფეროვანი და მიზნობრივი კლასგარშე და სკოლისგარეშე ღონისძიებები.
       სკოლაში მოწვეულნი არიან უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგიური კადრები (მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები, სერტიფიცირებული მასწავლებლები, უცხოელი ტრენერები).
       ჩვენს სკოლაში გთავაზობთ საბავშვო დრამის საერთაშორისო პროგრამას HSDS (Hickley Speech and Drama Studio); პროგრამა აგებულია სწავლების თანამედროვე მეთოდებზე და ითვალისწინებს ბავშვების ზეპირი კომუნიკაციებისა და წარმოდგენების უნარ-ჩვევების განვითარებას ჯგუფურ მუშაობაში; დრამის გაკვეთილები მატებს ბავშვს გამბედაობას და ათავისუფლებს მას ენობრივი კომპლექსისგან. ენის დაუფლება ხდება პრაქტიკაში, სიტუაციურად მხიარულ გარემოში.

       სკოლამდელი აღზრდის ცენტრში მიიღებიან ბავშვები 4 წლის ასაკიდან.
     პროგრამა `"ცხრაკლიტულის"  დახმარებით პატარები პირველად იმოგზაურებენ ცოდნის სამყაროში და აღმოაჩენენ მათთვის აქამდე უხილავ `კუნჭულებს:
  •  მათემატიკა/ლოგიკა
  •   ჩვენი პლანეტა ცის კაბადონზე;
  •   ბუნება;
  •   ყველაფერი ადამიანზე;
  •   ტექნიკა ჩვენს გარშემო;
  •   კაცობრიობის ისტორია;
  •   ხელოვნების სამყარო;
  •   რელიგია;
  •   ეთიკა (ჰიგიენის ნორმები, ქცევისა და უსაფრთხოების წესები);
       პროგრამა `"ცხრაკლიტული"  ხელს უწყობს ბავშვებში ლოგიკური აზროვნების, ყურადღების კონცენტრაციის, ეთიკისა და ესთეტიკის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. პროგრამა შედგენილია თანამედროვე მეთოდიკით და გათვალისწინებულია ბავშვთა ასაკობრივი ფსიქოლოგია. აღსაზრდელები მათთვის გასაგებ ენაზე ეცნობიან მზის სისტემას და კოსმოსს, სწავლობენ ბუნებას, მის ფლორასა და ფაუნას, ადამიანის მიღწევებს ტექნიკასა და ხელოვნებაში... ყოველი თვის ბოლოს მშობლები დაესწრებიან შემაჯამებელ გაკვეთილებს და იხილავენ, თუ როგორ ხსნიან მათი პატარები ცოდნის ცხრაკლიტულის კარებს.

      პროგრამის პარალელურად ჩვენთან მუშაობს მუსიკალური სტუდია "დო, რე, მი", სადაც ბავშვები გაეცნობიან ხალხური, კლასიკური და თანამედროვე მუსიკის ნიმუშებს, მიიღებენ მონაწილეობას მუსიკალურ ღონისძიებებში, წარმოადგენენ საბავშვო მიუზიკლებს.

     სამხატვრო სალონში "ცისარტყელა~"პატარები დაეუფლებიან ფანქრით, გუაშით, აკვარელით ხატვას, ძერწვას, თიხაზე მუშაობას და ორიგამს (მუყაო/ქაღალდის კონსტრუქციები).
     "მხიარულ გაკვეთილებზე"  ჩვენი აღსაზრდელები თამაშის, სიმღერების, ლექსების, დიალოგების, სკეტჩების საშუალებით შეისწავლიან ინგლისურ და სხვა უცხო ენებს.

      მოსწავლეთა აკადემიის ხელმძღვანელობამ დააწესა დიფერენცირებული გადასახადი:
  • წინასასკოლო ჯგუფისა და დაწყებითი 4 კლასისათვის - 250 ლარი;
  • 5-6-7-8 კლასებისთვის - 300;
  • 9-10 კლასებისთვის - 350;
  • 11-12 კლასებისთვის - 400 (ამ კლასების მოსწავლეებს მაღალკვალიფიციური პედაგოგები მოამზადებენ გამოსაშვები და ეროვნული გამოცდებისათვის, მშობლებს აღარ დასჭირდებათ შვილების ცალკე  მომზადება მისაღები გამოცდებისთვის).
  • ბავშვებს ერთი ოჯახიდან გაეწევათ მნიშვნელოვანი შეღავათი.
  • ტრანსპორტის მომსახურება  - თვეში 30 ლარი
     ჩვენი სკოლა გთავაზობთ ინოვაციას უიქენდის სკოლის (Weekend School) სახით.საჭიროების შემთხვევაში მშობლებს შეეძლებათ დატოვონ ბავშვები ჩვენთან დღე-ღამის განმავლობაში. ბავშვები უზრუნველყოფილნი იქნებიან კომფორტული პირობებით, კვებით, გაკვეთილების მომზადებით და ამავე დროს-საკვირაო გასართობი ღონისძიებებით.

     ზოგად-საგანმანათლებლო კერძო სკოლა "მოსწავლეთა აკადემია" მდებარეობს გაზაფხულის ქ. #2-ში (მეტრო "დელისიდან"  ნუცუბიძის ქუჩაზე ასახვევი, ყოფილი "საბაგიროს" შესახვევიდან 200 მეტრში; კომფორტული, წყნარი, ელიტარული და ეკოლოგიური უბანი).

       მსურველები გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე:
      
899 272447; 893 170922; 858 484801.
       
    

ჩვენ ვზრუნავთ თქვენი შვილების წარმატებული მომავლისთვის!